ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით - პრეზიდენტი

24 თებ 2022

ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით, - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "Twitter"-ზე ეხმაურება.

„ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვითხოვთ სამხედრო ქმედებების შეწყვეტას. დიდება უკრაინას“, - წერს პრეზიდენტი.