სასამართლომ სამონაზვნო პირზე ძალადობისთვის ბრალდებულ მორჩილს პატიმრობა შეუფარდა

23 თებ 2022

სამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებული არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება.

ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ მორჩილს, რომელმაც სამონაზვნო პირზე იძალადა, ბრალი წარუდგინა.