აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

23 თებ 2022

“არ გააუქმო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური”, - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო მოძრაობა “არ გადადოს” წევრებმა  საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ  მოსამართლეებს მოუწოდეს  იხელმძღვანელონ კონსტიტუციით და  სასამართლო იმ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს,  რომლითაც ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შეჩერებაა მოთხოვნილი.