აჭარაში ტყვიაზე სკრინინგი იწყება

23 თებ 2022

სისხლში ტყვიის შემცველობას მოზარდებში გამოიკვლევენ. ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების შემდეგ კვლევები 8-დან 14  წლამდე ბავშვებს ჩაუტარდებათ. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე ტყვიაზე ანალიზის პროგრამაში 4 ათასამდე მოზარდი და უფრო მეტი ორსული ჩაერთვება. ორივე რისკ-ჯგუფში ტყვიით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი მაღალია.