''ომიკრონის'' პიკი გადავლილია - თამარ გაბუნია 

22 თებ 2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ​''ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია და დაღმასვლა დაიწყო. 

თამარ გაბუნიას თქმით, ამაზე დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტყველებს.

''კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 8 000-ზე მეტი საწოლი, აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. 5 164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით. 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 - რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალია საწოლების 36%-მდე. 

იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც. შემდგომი სტაბილურობის მაჩვენებელი ნამდვილად გვაქვს'' - განაცხადა გაბუნიამ.