პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება

22 თებ 2022

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.