მთავრობის კანცელარიასთან 8 პირი დააკავეს

22 თებ 2022

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზა - სავალი ნაწილი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოყვა.