ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

22 თებ 2022

პოლიციამ დიზაინერ გიორგი  მასხულიას ცემაში ბრალდებული სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში გიორგი მასხულიას  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  

დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.