უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა

21 თებ 2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“  კანონპროექტის მიზანი  მაჭახლის ხეობის ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას  გულისხმობს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას  უფლება მიეცემა დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება მოახდინოს,  შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.