კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

20 თებ 2022

34  გარდაცვლილი და 9 400  ახალი  დადასტურებული შემთხვევა - ეს ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკაა.
კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელდა 18  770 ადამიანი, ვირუსს   კი საქართველოში 144  477 პაციენტი ებრძვის.

რაც შეეხება რეგიონს, აჭარაში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 611,  შემთხვევა გარდაიცვალა 3 პაციენტი.

საკმაოდ მაღალი სტატისტიკის ფონზე, ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. დღიურად აცრილია 1 524 ადამიანი.