გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

19 თებ 2022

გურამ თუშიშვილი თელ ავივის ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.

+100 კგ.წონით კატეგორიის ფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დამატებით დროში 3 გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა.

თელ ავივის გრენდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა აიღეს, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

ამ შედეგით კი საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 34 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავა.