ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხდა

19 თებ 2022

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხდა.

29 წლის ბასილაშვილი ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ წარსდგა, თუმცა წელს ესპანელმა რევანში აიღო და ორ სეტში 3:6,4:6 გაიმარჯვა.

ფინალური დაპირისპირება საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ფინალამდე 3 შეხვედრის მოგება შეძლო.