ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

19 თებ 2022

ძიუდოისტი ილია სულამანიძე თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

100 კგ. წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ილიამ ნიდერლანდელი მიკაელ კორელი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სულ ცოტა ხანში ტატამზე +100 კგ.ის ფინალში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.