საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო

19 თებ 2022

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.

ქართველმა წყალბურთელებმა მეორე შეხვედრაც დამაჯერებელი ანგარიშით მოიგეს. სტანოევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა მეორე ტურში პოლონეთის ნაკრები 20 ბურთიანი სხვაობით 22-1 დაამარცხეს.

ქართველებმა პირველ ტურში ბელორუსს ასევე  დიდი სხვაობით 25-5 მოუგეს.

ორი ტურის თავზე საქართველოს 6 ქულა აქვს და სლოვაკეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია,
მესამე ტურში საქართველო სწორედ სლოვაკეთს დაუპირისპირდება. 

მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.