ბასილაშვილი დღეს დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს

19 თებ 2022

დღეს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

ნიკა ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და გასული წლის მსგავსად ფინალურ შეხვედრაში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება.

კატარში სატიტულო მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

29 წლის ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 22-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 33 წლის აგუტი მე- 16 ადგილს იკავებს.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია.  

2021 წელს ნიკამ ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.