ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''მარგვეთი'' 48 ქულის სხვაობით დაამარცხა

18 თებ 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბი საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე ''ბათუმი'' ''მარგვეთს'' დაუპირისპირდა და 48 ქულიანი სხვაობით 103-55 დაამარცხა.

ბათუმელები ნახევარფინალში გასასვლელად ''კაკტუსს'' ეთამაშებიან.

მეოთხედფინალიდან გასული გუნდები ოთხთა ფინალში იასპარეზებენ, რომელიც ერთ ქალაქში ჩატარდება. ოთხთა ფინალის გამართვის დრო და ადგილი მარტის თვეში გახდება ცნობილი.