„ილიას მარანს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება

18 თებ 2022

მაჭახლის ხეობაში „ილიას მარანს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლზე საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ღირებულება 6 000 ლარს შეადგენს.

ამის შემდეგ კი გამაგრება-სარესტავრაციო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. სოფელ ჩიქუნეთში მდებარე მარანი შუა საუკუნეებით თარიღდება.