ლიპარტელიანმა თელ ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

17 თებ 2022

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი თელ ავივის გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანია.

57 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ეთერი ფრანგ პრისცილა გნეტოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ლიპარტელიანი ასპარეზობაში მე-2 წრიდან ჩაერთო და იტალიელი მირიამ ბოი იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ მეოთხედფინალში ბრაზილიელ თაიანე ლემოსთან გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალში კი ფრანგი ფაიზა მოკდარი ვაზარით დაამარცხა. ტურნირის პირველ დღეს კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

18 თებერვალს გრანდ სლემზე კიდევ ოთხი ქართველი გამოვა.