17 თებ 2022
საბავშო ბაღების მშენებლობისთვის შუახევში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. წელს დაგეგმილია ერთი საბავშვო ბაღისა და ორი ალტერნატიული ჯგუფის გახსნა, პარალელურად უნდა დასრულდეს და ექსპლოატაციაში შევიდეს ორი საბავშვო ბაღი ჯაბნიძეებსა და დღვანში.