თელ ავივის გრანდ სლემზე დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

17 თებ 2022

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ისრაელის ქალაქ თელ ავივში დაგეგმილ გრანდ სლემზე 15 სპორტსმენით იასპარეზებს.

გრანდ სლემი 17 თებერვალს აიღებს სტარტს, სადაც 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი იქნება წარმოდგენილი. თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვა.

  • 60 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე და თემურ ნოზაძე იჭიდავებენ.
  • 66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა ნადირაძე გამოვა.
  • 52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ მონაწილეობს.
  • 57 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას ეთერ ლიპარტელიანი შეეცდება.

დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.