სტიქია ბრაზილიაში - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

17 თებ 2022

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა.

„ბიბისის“ ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.

თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები. ქალაქ პეტროპოლისში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.