იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი - განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე

17 თებ 2022

უხარისხო წამლების იმპორტის აღკვეთის მიზნით წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

ცვლილებით, უნდა მოხდეს იმპორტირებული წამლების ხარისხის კონტროლი და პროდუქციამ ჯი-ემ-პი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.