აჭარაში კოვიდი კიდევ 1 109 ადამიანს დაუდასტურდა 

17 თებ 2022

17 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 1 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 161 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873 საიდანაც: 5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 708. მძიმე პაციენტია 139, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41 პირი. 

1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 696 - თბილისში, 263 - აჭარაში.

164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.