გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს

16 თებ 2022

“გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც ცესკოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს” – ასეთია გიორგი კალანდარიშვილის პირველი განცხადება ცესკოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა პროცესი ღია და საჯარო იყოს.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 84 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მასთან ერთად კანონმდებლებმა აირჩიეს ორი ე.წ. პროფესიული წევრი - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილი.

არჩევა მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას სამივე მათგანი ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ. ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებდა.