არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას - პრეზიდენტი

15 თებ 2022

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, არ ეთანხმება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

პარლამენტმა დღეს კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.