თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

15 თებ 2022

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, ის კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.

საუნივერსიტეტო კლინიკიში აცხადებენ, რომ  თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ის დღეს დილით გარდაიცვალა.

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.