ომის საფრთხე უკრაინაში

14 თებ 2022

უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის აუდიენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ოლაფ შოლცის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის აგრესიული რიტორიკა, მათი მთავარი გზავნილი ერთია - გერმანია უკრაინის გვერდით დგას. პარალალურად მედიის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებს. მისი პოზიციით კი ქვეყანამ უნდა იაროს იმ გზით, რომელიც თავად აირჩია.