ოპოზიცია ბათუმის მერიისგან პასუხებს ითხოვს

14 თებ 2022

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმის მერიაში განცხადება გააკეთეს და ბათუმის მერს  ქალაქში არსებული პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით,  არჩილ ჩიქოვანი მათ არ ხვდება, ამიტომ მერთან რამდენიმე კითხვა წერილობით გააგზავნეს, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსახლეობის პრობლემების შესახებ მერს თავად გააგებინებენ ტელევიზიების საშუალებით.