კორონავირუსით კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა

13 თებ 2022

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 21 623 პაციენტი, კონკრეტულად აჭარაში გამოვლინდა 919 ახალი შემთხვევა,მიუხედავად კლების ტენდენციისა მაინც მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 700-ზე მეტი სკოლა ქვეყნის მასშტაბით ონლაინ-სწავლებაზეა გადასული.