ირაკლი კობახიძე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

13 თებ 2022

უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს.რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება