რატომ დაერიცხათ აბონენტებს გაორმაგებული ტარიფი?

12 თებ 2022

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალური გადასახადების ზედმეტად დარიცხვით დაზარალებულ მომხმარებლებს მიმრთავს.

როგორც ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ კომუნალური გადასახადები არასწორად დაერიცხათ, სემეკსა და ენერგოომბუდსმენს მიმართოს.

ვარდიაშვილი განმარტავს, რომ პრობლემა აღარ უნდა განმეორდეს, მისი თქმით მთავრობამ კომპანიას 1 თვე მისცა გონივრულ ვადად, რათ მათ თანხების კორექტირება მოახერხონ და აღმოფხვრან ის ხარვეზები , რომლებიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს.