თავდაცვის ძალებს „დიდგორის“ ტიპის მანქანები გადაეცა

11 თებ 2022

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ ტიპის კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა.

ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა.