კოვიდის გამო აჭარაში 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

11 თებ 2022

კორონავირუსის შემთხვევების გამო, 11 თებერვლის მონაცემებით დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 26 სკოლა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დროებით დაიხურა ბათუმში - 8;

ქობულეთში - 3;

ხელვაჩაურში - 1;

ქედაში - 9;

შუახევში - 1;

ხულო კი 4 სკოლა.

ონლაინ სწავლებაზე გადავიდა სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 137 კლასი.

ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. სკოლებისა და კლასების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას სკოლა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით იღებს.