სემეკის განცხადება კომუნალური გადასახადების გასაჩივრების პროცესზე

11 თებ 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

უწყებაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან  ამ დრომდე საჩივარი არ შესულა.