თავდაცვის მინისტრისა და ამერიკის ელჩის შეხვედრა

10 თებ 2022

საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს რუსეთის აგრესია.

ელჩის განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა ქვეყნებისთვის კრიტიკულ მომენტში, რადგან რუსეთი საქართველოს საზღვრებთან ახლოს კრიზისს ქმნის.