10 თებ 2022
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სამდივნოს სხვა წევრებთან და ბათუმის ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად იმ ოლქის მცხოვრებლებს შეხვდნენ, სადაც 2021 წლის არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა, რომელიც არჩევნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ენმ-ს ლიდერები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და აღნიშნეს, რომ 2 აპრილს, შუალედური არჩევნებში გამარჯვება არის ღირსების საკითხი, რათა ბათუმელებს შეექმნათ უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი.