კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია

10 თებ 2022

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჩაუტარდება ხელვაჩაურში მდებარე ორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს:  სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებულ საწნახელსა და სოფელ მახოში მდებარე ხიდს. ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში  მონოლითური ქვის საწნახელს. 

სამუშაოების  სატენდერო ღირებულება ჯამში 157 ათას ლარს შეადგენს.

გამაგრება-სარესტავრაციო სამუშაოები აპრილში უნდა დაიწყოს და აგვისტოში დასრულდეს.