საგარეო უწყება საოკუპაციოს რეჟიმის ქმედებებზე

10 თებ 2022

საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

აღნიშნული კომენტარი საგარეო უწყებამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს.

უწყებაში აცხადებენ, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია  რეალურ განხორციელებას. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.