წვრთნები ოკუპირებულ ცხინვალში

09 თებ 2022

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო წვრთნები გაიმართა, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ასევე რუსი ჯარისკაცები მონაწილეობენ. კრემლის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, სწავლებაში ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკას, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ბე-ემ-პეს ტიპის სამხედრო მანქანებს იყენებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა,   წვრთნები გრძელდება საქართველო საზღვრის სიახლოვეს, რუსეთის 30-მდე სტრატეგიულ ობიექტზე. სახმელეთო სწავლების გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წვრთნები შავ ზღვაშიც დაიწყო, რომელშიც საზღვაო ფლოტის 6 გემი მონაწილეობს.