ხანძარი 9 მარტის ქუჩაზე

09 თებ 2022

ბათუმში 9 მარტის ქუჩაზე ხანძარი იყო გუშინ გვიან ღამით. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,  ცეცხლი დროულად ჩააქრეს და  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.