ბათუმში 9 მარტის ქუჩაზე ხანძარია

08 თებ 2022

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.