იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა - გამყრელიძე

08 თებ 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა.

„ორსულებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე ვთქვი და გავიმეორებ, რომ იანვარში, „ომიკრონის" აქტიური გავრცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.