ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევში

08 თებ 2022

მიმდინარე წელს, შუახევში, ადგილობრივი მერია სოფლების წელათის, ცხემლისის, ცინარეთის ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

პარალელურად უნდა დასრულდეს სოფლების; ჯაბნიძეების, წაბლანის, ინწკირვეთის, კლდისუბნის და ტბეთის  კეთილმოწყობაც.

პროექტის მიზანი ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. სოფლის ცენტრების მოსაწყობად შუახევის მერია წელს 470 000 ლარს დახარჯავს.