მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში მე-5 ადგილი დაიკავა

08 თებ 2022

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობში მე-5 ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მორისმა  97.98 ქულა დააგროვა.

შეჯიბრში სულ 30 მონაწილე იყო სადიანაც 24 ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

მორის ყვითველაშვილი 10 თებერვალს თავისუფალი პროგრამით წარსდგება.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ამერიკელი ჩენია.

ხუთეულში მორის ერთადერთი ევროპელი მოციგურავეა.