ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

07 თებ 2022

ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც დაიწვა  1000-1500 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებთან  დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ხანძარმა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.