შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე?

07 თებ 2022

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით  საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

"ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ, ჯამში 50 ხმაა საჭირო იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას.