ავსტრალია საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს გახსნის

07 თებ 2022

ავსტრალია თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად, საერთაშორისო მოგზაურებისთვის 21 თებერვლიდან საზღვრებს გახსნის.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანაში შესასვლელად ორჯერ აცრის დამადასტურებელი ცნობა იქნება საჭირო.

აუცრელი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სამედიცინო მიზეზი, რომ აცრას ვერ გაიკეთებდნენ, გამონაკლის შემთხვევებს დაექვემდებარებიან და კარანტინს სასტუმროში გაივლიან.