ლარი ისევ გაუფასურდა

18 დეკ 2016

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2. ლარს 74 თეთრს გასცდა, ამ დრომდე კურსი 2 ლარი 68 თეთრი იყო. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2 ლარად და 86 თეთრად იქნება შესაძლებელი.