რაგბი - საქართველო VS პორტუგალია

06 თებ 2022

­სეზონის პირველი ფრე.  პირველ საშინაო თამაშში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას  ანგარიშით 25-25 დაზავდა. ქართველთაგან ლელოები გაიტანეს ტაბუცაძემ, ქერდიყოშვილმა და ჯალაღონიამ. დანარჩენი ათი ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

წინ სეზონის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბორჯღალოსნების 250-ე თამაშია, რომელშიც რუსეთს დაუპირისპირდებიან, მანამდე კი მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდებში გამართავენ.