რუსულ - ბელორუსული წვრთნები ნატოს წინააღმდეგ

06 თებ 2022

რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად რუსული ჯარები მინსკისკენ მიემართებიან. პრეზიდენტ  ლუკაშენკოს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოებში, უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში  ნატოს სამხედრო ძალები იზრდება, რაც რუსეთ-ბელორუსიის სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ფიქრობს, რომ ბელორუსი რუსული სამხედროების დახმარებით უნდა გაძლიერდეს.

 უკრაინელი ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შენაერთები ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით მესამე ფრონტის გახსნისთვის ემზადებიან.